ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველი ხმას უსაფრთხოდ მისცემს. კელი დეგნანს სურს, რომ ნახოს მშვიდი და წყნარი საარჩევნო გარემო.
დიპლომატმა ეს პოზიცია საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრის დროს დააფიქსირა. ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას. ეს არ ნიშნავს, ბიულეტენების ჩაყრას, არც მრავალჯერადი ხმის მიცემას არც გაყალბებას გამარჯვებისთვის - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.