11:51
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ამერიკელმა სელექციონერებმა "ატმის მოცვი" გამოიყვანეს
26-10-2021

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ატმის სურნელოვანი მოცვის დაგემოვნება არის შესაძლებელი. Fall Creek Farm & Nursery-ის სელექციონერებმა ატმის არომატიანი კენკრის ეს ჯიში გამოიყვანეს. პორტალ SEEDS-ის ცნობით, მოცვის ახალ სახეობას PeachyBlue უწოდეს.

PeachyBlue ადრეული ჯიშის კენკრაა, მას მაღალი მოსავლიანობა ახასიათებს, ნაყოფის ზომა კი ჩვეულებრივზე დიდია, საშუალოდ, 16-18 მილიმეტრი. ასეთი მოცვი ადაპტირებულია ჩრდილოეთ მთიან რეგიონებში გაშენებისთვის. მძიმე ზამთარში მეტად მდგრადია და მინუს 20 გრადუსამდე ტემპერატურასაც კი უძლებს. კენკრას არა მხოლოდ ატმის სუნი, არამედ ატმის გემოს ნიშნებიც აქვს.

PeachyBlue კომერციული მასშტაბით ჯერჯერობით არ მოყავთ. Fall Creek Farm & Nursery ნერგების შეზღუდულ რაოდენობას ყიდის და მათ, ძირითადად, მცირე კომერციული მწარმოებლები ყიდულობენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები