მერიკელმა მევის უონჩიკმა, რომელმაც ლატარეა Powerball-ის ჯეკპოტი, 758,7 მილიონი დოლარი მოიგო, სამსახურიდან გაეთავისუფლა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მევისი მასაჩუსეთსის ერთ -ერთ საავადყოფოში მუშობდა და მუშაობის 32 წლიანი სტაჟი აქვს. როგორც ცნობილი გახდა, ქალს სულ 5 ბილეთი ჰქონდა, მან გათამაშებამდე ორი ბილეთი ონლაინ რეჟმში, ხოლო 3 კი ჯიხურში კალმით შეავსო.
"თანხის მოგების შემდეგ სამსახურში დავრეკე და უფროსს შევატყობინე, რომ მუშობის გაგრძელება აღარ მსურდა, პირველ რიგში უნდა დავისვენო და დავტკბე ამ ბედნიერებით" - განაცხადა მევის უონჩიკმა.