04:30
6 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ამერიკელმა მწარმოებლებმა 21 მილიონი ბარელი ნავთობი ეროვნულ რეზერვში გაუშვეს
16-07-2020

ამერიკელმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიებმა აპრილიდან მოყოლებული ეროვნულ რეზერვში 21 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მოათავსეს. ამის შესახებ ამერიკის ენერგეტიკის მინისტრის ერთ-ერთ წერილობით მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში როცა ნავთობზე ფასი კატასტროფულად დავარდა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლება ნებას დართავდა ნავთობმომპოვებელ კერძო კომპანიებს, საკუთარი ნავთობი შეინახონ სახელმწიფო სტრატეგიულ რეზერვებში, სამომავლოდ მათი უფრო სარფიანად გასაყიდად. მოგვიანებით კი ითქვა, რომ კერძო სექტორმა გააფორმა ამერიკის ხელისუფლებასთან კონტრაქტები სტრატეგიულ რეზერვებში 23 მილიონამდე ბარელი ნავთობის შენახვაზე.

ამერიკის სტრატეგიული სანავთობო რეზერვების მაქსიმალური მოცულობა 714 მილიონ ბარელს შეადგენს. ის 1975 წელს კონგრესის გადაწყვეტილებით შეიქმნა, მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ, სამომავლოდ მსგავსი სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში. ამ დროისთვის ლუიზიანასა და ტექსასში არსებულ ოთხ საცავში 656 მილიონი ბარელი ნავთობი ინახება. ამერიკის ნავთობის საცავები მსოფლიოში უმსხვილესი საცავებია მათ შორის, რომლებიც ეკუთვნის სახელმწიფოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები