ჯეფ რეიმონდი ჯერ კიდევ ელოდება ზარს ნასასგან, რათა მარსის ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღოს. ის 38 წლისაა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ინჟინერია. ჯეფი სიამოვნებით ახორციელებს პროექტს, რომელიც, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს მარსზე. ერთ წელზე მეტია რეიმონდი და მისი მეუღლე სახლის უკანა ეზოში სრულად ფუნქციონირებად და დამოუკიდებელ "მარსის საცხოვრებელს" ქმნიან. მათ აღნიშნული პროექტის განხორციელებისას, დაახლოებით, 200 ათასი დოლარი დახარჯეს, თუმცა საცხოვრების დასრულებისთვის დამატებითი ფინანსები ჯერ კიდევ სჭირდებათ. ჯეფ რეიმონდს ბოსტნეული მოჰყვას, რომლემაც, როგორც ის მიიჩნევს, ერთ დღეს, საცხოვრებლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები უნდა აანაზღაუროს.
"მინდა, რომ ერთ დღეს მოვიდნენ და ნახონ, რითი ვართ აქ დაკავებულები. მარსზე ყველა ადამიანის საკვებით უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება. ამასთანავე, არსებობს კიდევ ბევრი სხვა კითხვა, თუმცა მე მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ნებისმიერი დახმარება გავუწიო მათ"- ამბობს რეიმონდი.