ამერიკელმა "დემოკრატმა" სენატორებმა: ჩაკ შუმერმა, ბობ მენენდეზმა და შეროდ ბრაუნმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს წერილი გაუგზავნეს, სადაც ისინი რუსეთის მთავრობისა და ნებისმიერი იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადა, სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვენ.
"თუკი ამას არ მოიმოქმედებთ, ეს იქნება უარის თქმა პასუხისმგებლობაზე, რათა დაიცვათ აშშ სერიოზული საფრთხისგან, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ჩვენი საარჩევნო პროცესის ერთიანობას ემუქრება", - აღნიშნულია სენატორების წერილში.
Reuters-ის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩართული იყო "დეზინფორმაციისა და პროპაგანდის" გავრცელებაში, რომლის მიზანი "დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატის ბერნი სანდერსისა და აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებში ჩარევა და მათთვის დახმარების გაწევა იყო.
კრემლი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.