20:08
23 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ კონგრესი ხელახლა დაუჭერს მხარს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას, თუ ტრამპი მას დაბლოკავს
11-09-2019

აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ კონგრესი მიიღებს ახალ კანონს უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების აღდგენის შესახებ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევისთვის ამ დრომდე არსებული დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თუ იგი გადაწყვეტს, რომ არ დახარჯოს ეს თანხა, მე დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი მას მხარს თავიდან დაუჭერს", - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა დემოკრატ სენატორ კრის მერფისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მათ ევროპაში ვიზიტი შეაჯამეს.

სენატორები უკრაინაში, კოსოვოსა და სერბეთში იმყოფებოდნენ, მათ რუსეთის ვიზაც მოითხოვეს, თუმცა, მოსკოვისგან უარი მიიღეს.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის სამხედრო ფინანსური დახმარების პროგრამის გადახედვას აპირებს. 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას კიევი ვაშინგტონისგან პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლისთვის იყენებს. როგორც სენატორმა ჯონსონმა განაცხადა, იგი ესაუბრა ტრამპს ამ საკითხზე და თეთრი სახლის ლიდერმა მას უთხრა, რომ ევროპული ქვეყნები და არა აშშ უნდა ეხმარებოდეს უკრაინას ფინანსურად, ვინაიდან უკრაინა მათი მეზობელია.

AutoPlay
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გია ვოლსკი - თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
დავით ნარმანიას ინფორმაციით, გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
დღეს ნიუ-იორკში გაეროს კლიმატის სამიტი იმართება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მოსამართლეების ყიდვასთან დაკავშირებით თქვენი განცხადება შეურაცხმყოფელია - თამარ ალანიას პასუხი რომან გოცირიძის კრიტიკულ კითხვაზე
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
თამარ ალანია ლევან კობერიძეს - მელიორაციამდე არ დადის ჩემი საქმიანობა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები