ამერიკელი პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები და ისტორიკოსებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ტრამპი ყველაზე უარეს პრეზიდენტთა რიცხვში მოაქციონ და ყველა მისი წარმატება წყალში გადაყარონ, - ამის შესახებ ამერიკანისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ კაჭარავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” , ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, განაცხადა.
ვასილ კაჭარავას თქმით, ტრამპს მომხრეებისთვის ძალადობისკენ არ მოუწოდებია და შესაძლოა, ტრამპს ეს ფაქტი არც აწყობდა.