"მოძალადის სახელია ბრაიან უორნერი, მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც მერილინ მენსონი", — წერს Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი, ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში. მენსონი თინეიჯერობისას დამიახლოვდა მას შემდეგ, წლების განმავლობაში, საზარლად ძალადობდა ჩემზე. ტვინის გამორეცხვით და მანიპულირებით მოახერხა, მორჩილად ვექციე. მე მზად ვარ, გამოვააშკარავო ეს საშიში კაცი მათ წინაშე, ვინც მას გზა გაუხსნა; სანამ იგი სხვების სიცოცხლესაც გაანადგურებს. მე იმ მსხვერპლების გვერდით ვდგავარ, რომლებიც აღარ გაჩუმდებიან". ვწერს სახიობი რომელსაც კომენტარებში კიდე 4 ქალბატონი გამოეხმაურა ანალოგიური ბრალდებით და ბრალს დებენ ძალადობაში მენსონს
გავრცელებული ბრალდების გამო მერილინ მენსონი სერიალებში Creepshow და American Gods აღარ გამოჩნდება. Creepshow-ის ახალ სეზონში მას სხვა მსახიობი ჩაანაცვლებს, American Gods-ის ბოლო სერია კი ეთერში მანამ არ გავა, სანამ სერიიდან მომღერლის მონაწილეობით სცენებს არ ამოჭრიან.