ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს და მის ოჯახს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა მიაწოდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონში მდებარე „ეროვნული ინტერესის ცენტრის“ ექსპერტმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ჰარი კაზიანისმა სანდო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა. მისი თქმით, კიმსა და ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე მაღალჩინოსანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაუკეთეს, თუმცა, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უცნობია, კონკრეტულად რომელი პრეპარატი მიაწოდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.
ჰარი კაზიანისი წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სულ ცოტა სამი ჩინური კომპანია მუშაობს, მათ შორის Sinovac Biotech-ი, CanSinoBio და Sinophram Group-ი.