შეყვარებულთა დღეს - 14 თებერვალს, ამერიკელი მომხმარებლები დანახარჯებს გაზრდიან. როგორც ანალიტიკური კომპანია IBISWorld წერს, საჩუქრებზე დანახარჯები რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. კერძოდ, დანახარჯების საერთო მოცულობა გასულ წელთან შედარებით 1,7%-ით გაიზრდება და 20 მილიარდი 100 მილიონ დოლარს მიაღწევს. რაც შეეხება კონკრეტული მიმართულებით დანახარჯებს, ორგანიზაციის ინფორმაციით ზრდა საიუველირო ნივთებსა და ტკბილეულზე დანახარჯებს შეეხება.