წელს 31 ოქტომბრის ჰელოუნის დღესასწაულისთვის ამერიკელები რეკორდულ, 10 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. ამის შესახებ მოწმობს ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეროვნულმა საცალო ვაჭრობის ფედერაციამ NRF-მა ჩაატარა. გასულ წელს ამერიკელებმა ჰელოუინზე 8 მილიარდ 500 მილიონი დოლარი დახარჯეს.
მისივე თქმით, საცალო მოვაჭრეები წლევანდელი დღესასწაულისთვის უკვე იჭერენ თადარიგს და სათანადოდ ემზადებიან. მათ დაგეგმილზე ადრე დაიწყეს სარეალიზაციო პროდუქციის მომარაგება, რომელშიც შედის სეზონური ტკბილეულობა და დეკორის სხვადასხვა ელემენტები.
დღესასწაულში ჩართვას აპირებს ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების 65%, მაშინ როცა გასულ წელს მათი რაოდენობა 58% იყო. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ საშუალოდ 102 დოლარის დახარჯვას აპირებენ, რაც 10 დოლარით მეტია შარშანდელ საშუალო მაჩვენებელზე. ორგანიზაციის გამოკითხვაში, რომელიც 1-8 სექტემბერს ჩატარდა, 8 ათასმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა.