კახეთში, სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელი ბიზნესმენის ატეფ ეზზატ აზიზის ოჯახს თანასოფლელი სახლში ნაჯახით მიუვარდა, მანქანა დაუმტვრია და მოკვლით დაემუქრა.პოლიციამ დამნაშავე დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში კვალვ გაათავისუფლა. მასზე შემაკავებელი ორდერი არ გამოწერილა, თუმცა დაზიანებული ავტომანქანა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ოჯახის თქმით, კაცი მკვლელობისთვის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი. ისინი დამნაშავის დასჯას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს კაცი მათ მოკვლით ემუქრება. მომხდარის მედიასი გახმაურების შემდეგ, უკვე დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პირი რომელიც, ამერიკის მოქალაქეს მოკვლით ემუქრებოდა, პოლიციამ ხელახლა დააკავა.