ამერიკაში თვალის რქოვანის 3დ პრინტერზე დაბეჭდვა შეძლეს. აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ბევრი ოფთალმოლოგიური დაავადების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ჩრდილოეთ კაროლინაში შექმნილმა სტარტაპმა Precise Bio-მ რქოვანის დასაბეჭდად სპეციალიზებული ბიოპრინტერი გამოიყენა. ბიოპრინტერი რქოვანის შესაქმნელად იყენებს ბიოთავსებად მასალას და უჯრედებს, რათა ქსოვილი დაიბეჭდოს. კომპანია, რომელიც რამდენიმე პროფესორმა დააარსა, პირველ პროდუქტი სწორედ თვალთან დაკავშირებული იქნება, კონკრეტულად კი რქოვანა, რომლის ტრანსპლანტაცია უნდა მოხდეს. მეცნიერების განცხადებით, თავდაპირველად იგეგმება 3დ პრინტერზე დაბეჭდილი რქოვანას ტრანსპლანტაცია ცხოველებში. თვალის რქოვანა მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანისთვის, მისი დაზიანების შემთხვევაში, ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს მხედველობა. ხელოვნური რქოვანის შექმნა დიდი ხანია მეცნიერების სურვილია. როგორც ჩანს, ამ მიზანს უკვე მიაღწიეს. თუ 3დ პრინტერზე დაბეჭდილი რქოვანის ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა, მაშინ მეცნიერები იგივე მეთოდებით სხვა ორგანოების დაბეჭდვასაც შეძლებენ.