აგვისტოში ამერიკის სავაჭრო ბალანსში ბოლო 14 წლის ყველაზე მაღალი დეფიციტი დაფიქსირდა, რაც ოქროს გაზრდილ იმპორტთან არის დაკავშირებული. აღნიშნული მოსაზრება სავაჭრო საკითხებში ამერიკის წარმომადგენელმა დააფიქსირა.
მანამდე ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხდა, რომ ამერიკის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი აგვისტოში 5,9%-ით 67 მილიარდ 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2006 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტები ამ ზრდას ხსნიან რეკორდული რაოდენობის სამომხმარებლო საქონლის იმპორტით, რომელიც ახლავს სადღესასწაულო დღეების მოახლოებას შტატებში.
ოფიციალური მონაცემებით შტატებში აგვისტოში წინა თვესთან შედარებით იმპორტი 3,2%-ით გაიზარდა და 239 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 2,2%-ით გაიზარდა და 171 მილიარდ 900 მილიონი შეადგინა. ივლისში ქვეყნის სავაჭრო დეფიციტმა 63 მილიარდ 400 მილიონი დოლარი შეადგინა.