ამერიკაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო ტანსაცმლის მაღაზიები ათობით მილიარდი დოლარი ღირებულების პროდუქციას ვერ ყიდიან, რამდენადაც გაყიდვების ტრადიციული სქემა არ მუშაობს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მართალია, საცალო სავაჭრო ობიექტები ფასდაკლებით აქციებს თავიანთ საიტებზე აქტიურად იყენებენ, მაგრამ მომხმარებლები არ ჩქარობენ საგაზაფხულო ტანსაცმლის შეძენას. პროდუქციას ვერ ყიდიან საბითუმო მაღაზიებიც.
ზოგიერთი კომპანია იმედოვნებს, რომ არსებულ მარაგებს მომავალ წელს გაყიდიან. თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ შენახვა ძვირი დაუჯდებათ, განსაკუთრებით ძვირადღირებული ბრენდების პროდუქციის.