ამერიკული ენერგეტიკული კომპანია Pacific Gas & Electric (პესიფი გეს ენდ ელექტრიკ), რომელიც ხანძრების სერიის გამოწვევაშია დადანაშაულებული, ემზადება თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს. The New York Times-ის მონაცემებით, კომპანია იანვრის ბოლოს აპირებს, რომ გაკოტრებასთან დაკავშირებით მარეგულირებელ ორგანოებს მიმართოს. კომპანიის მისამართით უკვე ასობით სასამართლო სარჩელია შეტანილი, რომელთა კომპენსაციებისა და ჯარიმების ჯამური მოცულობა შესაძლოა, 30 მილიარდ დოლარს აღემატებოდეს.ცნობისათვის, კალიფორნიის მარეგულირებელი ორგანოების განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში შტატში გაჩენილი არაერთი ხანძრის მიზეზი ამ ორგანიზაციის მოწყობილობების გაუმართაობამ გამოიწვია.