აპრილში შეერთებულ შტატებში კერძო დამსაქმებლებმა სამსახურებიდან რეკორდული რაოდენობის თანამშრომელი გაუშვეს. როგორც Reuters-ი წერს, საუბარია, 20 მილიონ 236 ათას დასაქმებულზე.
Reuters-ის მიერ მანამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ექსპერტები ამერიკაში 20 მილიონი 50 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას პროგნოზირებდნენ.
თუმცა, როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიამ კერძო სექტორი უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე ამას ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.