კომპანიების Hyundai Motor და Kia Motors Corp-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ამ კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილების ძრავში არსებულ სავარაუდო დეფექტს. „როიტერსის“ ცნობით, ძიება შტატ კონექტიკუტში მიმდინარეობს.
როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, 2015 წლიდან სამხრეთ-კორეულმა კომპანიამ ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად 2 მილიონ 300 ავტომობილი გაიწვია. კერძოდ, 2015 წელს Hyundai-იმ შტატებში 470 ათასი Sonata ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო გაიხმო. 2017 წლის მარტში ამავე მიზეზით კვლავ გაიწვიეს სედანი Sonata და ქროსოვერი Santa Fe.
კომპანია Kia-მ კი ძრავების დეფექტის გამო ერთდროულად 618 ათასი ავტომობილი გაიწვია, საუბარია მოდელებზე Optima, Sorento და Sportage.