2020 წლის აგვისტოში, შეერთებულ შტატებში ახალაშენებული სახლების გაყიდვები ივლისთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა და წლიურად მილიონ 11 ათასი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რისი ძირითადი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიის გამო იპოთეკურ სესხებზე შემცირებული საპროცენტო განაკვეთი გახდა.
ამასთან, აგვისტოში 392 ათას 700 დოლარიდან 369 ათას დოლარამდე შემცირდა ახალაშენებული სახლების ფასი ამერიკაში, ახალ უძრავ ქონებას შტატების საბინაო ბაზრის დაახლოებით 10% უკავია.