ვაშინგტონში კიბერთავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი დაითვალეს. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წელს ამერიკის დანაკარგებმა კიბერთავდასხმების შედეგად 57-დან 109 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.აღნიშნული ციფრები თეთრ სახლს სპეცსამსახურების მიერ გამოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე "ეკონომიკური კონსულტანტების საბჭომ" მიაწოდა. კვლევის თანახმად ამერიკაზე თავდამსხმელ ჰაკერულ ძირითად ქვეყნებს შორის რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა სახელდებიან.