გერმანული Deutsche Bank-ი თანახმაა საზღვარგარეთ ამერიკული კანონმდებლობის დარღვევისთვის, რომელიც კორუფციას ეხება, 16 მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადოს. ამის შესახებ ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისიის (SEC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
კომისიის ვერსიით, გერმანული ბანკი 2006-2014 წლებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან და რუსეთიდან მაღალჩინოსნების ნათესავებს „გავლენის“ მოსაპოვებლად და საინვესტიციო-საბანკო სფეროში წარმატების მისაღწევად ასაქმებდა.
ცნობისთვის, ანალოგიური ბრალდებით მარეგულირებელმა 2016 წელს ამერიკული ბანკი - JPMorgan Chase - 264 მილიონი დოლარით, 2018 წელს კი შვეიცარული Credit Suisse - 77 მილიონით დააჯარიმა.