ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ვალუტით მანიპულატორი ქვეყნების სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ნახევარწლიან ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ ინტერესებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის 5 აგვისტოს ჩინეთი ვალუტით მანიპულირებაში დაადანაშაულა და მისგან „გამჭვირვალე სავალუტო პოლიტიკა“ მოითხოვა.
მაშინ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო და გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე ნეგატიურად აისახებოდა.