დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქე ორსული ქალებისთვის ვიზების გაცემას ამკაცრებს. როგორც ადგილობრივი მედია თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით წერს, სწორედ ასე აპირებს ვაშინგტონი „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლას. როგორც ცნობილია, ნებისმიერი ბავშვი, ვინც ამერიკაში იბადება, შტატების მოქალაქეობას იღებს.
ცვლილებები იმოქმედებს B ტიპის ამერიკულ ვიზებზე, რომლებიც გაიცემა მოკლევადიანი ტურისტული ან საქმიანი ვიზიტებისთვის. ახალი წესების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს შეეძლებათ უარი თქვან უცხოელზე ვიზის გაცემაზე, თუ თვლიან, რომ მას ესაჭიროება საკუთარი შვილის მიერ მოქალაქეობის ავტომატურად მიღება.
ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი უცხოელი ბავშვია დაბადებული შეერთებულ შტატებში, ამ დროისთვის არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ორგანიზაცია „მიგრაციის კვლევის ცენტრის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, შტატებში ყოველწლიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 33 ათასი შვილი უჩნდებათ.