ლოს-ანჯელესში American Music Awards 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საღამოს წამყვანი Cardi B იყო, ღონისძიებაზე იმღერეს BTS-მა, Coldplay-მ, ოლივია როდრიგომ და სხვებმა. ჯილდოების რაოდენობით ლიდერები გახდნენ: BTS-ი, Megan Thee Stallion-ი და Doja Cat-ი. თითოეულმა მათგანმა 3 ნომინაციაში გაიმარჯვა.