ნიუ იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის მეგობარი, მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძის ციხიდან მიწერილ ელექტრონულ წერილს ასაჯაროებს.
"მადლობა თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. მე ბედნიერი ვარ ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ავოიე, ქუთაისი ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე ბოქსზე, ჰა ჰა ჰა. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომნებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ, ჰა ჰა ჰა, კი გამოვეცხადე ანჩისხატივით, ჰა ჰა ჰა, აბა მშვიდობით“, - წერს ხურციძე.