ამბროლაურის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება. რეისები კვირაში ოთხჯერ: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ბილეთი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის 50 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 35 ლარი ღირს, ხოლო ჩვილებისთვის - უფასოა.
ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე 802 მგზავრს მოემსახურა.