19:22
5 ივლისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
ამბერ ჰერდის თქმით, Aquaman 2-დან მისი მონაწილეობით ბევრი სცენა ამოიღეს
20-05-2022

ამბერ ჰერდის მტკიცებით, Warner Bros.-ს მომავალ Aquaman-ში მისი მონაწილეობა აღარ სურს და ეს ჯონი დეპთან განქორწინებასა და სასამართლო პროცესს უკავშირდება. მსახიობის თქმით, ის აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული Aquaman-ის გადაღებებში და ასეც იგეგმებოდა, სანამ ჯონი დეპი და მისი გუნდი მსახიობს მატყუარას უწოდებდა. ამბერ ჰერდის თქმით, ამ პროცესების შემდეგ Warner Bros.-სთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეჩერებულია.
ამბერ ჰერდის დებიუტი Justice League-ში შედგა, შემდეგ კი მსახიობმა Aquaman-ში მსახიობ ჯეისონ მომოასათან ერთად მიიღო მონაწილეობა და 1 მილიონი დოლარიც გამოიმუშავა. როგორც ამბერ ჰერდი ამბობს, Aquaman 2-ში გაცილებით მეტი გამოიმუშავა, მაგრამ ფილმში მისი როლი შემცირებული იყო.
"თავდაპირველად სხვა სცენარი მომცეს, შემდეგ კი სხვა ვერსია, რომლიდანაც ჩემი ბევრი სცენა ამოღებული იყო. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში ჩემსა და სხვა პერსონაჟს ბრძოლის სცენები ჰქონდათ, თუმცა ეს უბრალოდ ამოიღეს", — ამბობს ამბერ ჰერდი.
ამ წლის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ ამბერ ჰერდი ახალ Aquaman-ში მხოლოდ 10 წუთით გამოჩნდება. ფილმს ოფიციალურად Aquaman and the Lost Kingdom ეწოდა და მისი პრემიერა 2023 წლის 17 მარტს იგეგმება.

AutoPlay
სიდნეიში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ევაკუაციის შესახებ მიიღო შეტყობინება
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
მასთან თანამშრომლობით ვამაყობთ — Warner Bros.-მა როულინგს მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
რიანა მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
მეცნიერებმა დედამიწისგან ყველაზე შორს არსებული გალაქტიკა დააფიქსირეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
დღეს შედგება ცოტნე ზედგინიძის პირველი საორკესტრო ქმნილების პრემიერა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თუ ვენეციის დასათვალიერებლად დღიურ გადასახადს არ გადაიხდით, 300 დოლარით დაჯარიმდებით
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები