ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობენ. ასეთი შედეგები გამოაქვეყნა IRI-მ 2017 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 19% ინფორმაციას ინტერნეტში AMBEBI.GE-ს საშუალებით იღებს.მეორე ადგილს ინტერნეტში ინფორმაციის მიღების წყაროებს შორის, გამოკითხული რესპონდენტებისთვის "ფეისბუქი" იკავებს.