ამბასადორეალს მეორე დღეს სამუშაო სესია - "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" გაიმართა. სესიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სიტყვით გამოვიდა. საკუთარ გამოსვლაში უფროსის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება.კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო კონტიგენტი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.