ამაზონის ტყეებში, სადაც ხანძარი მძვინვარებს, წვიმა მოვიდა - Palitra News

ამაზონის ტყეებში, სადაც ხანძარი მძვინვარებს, წვიმა მოვიდა

2019-09-06 16:06:39+04:00

ამაზონის ტყეებში, სადაც ხანძარი მძვინვარებს წვიმა მოვიდა. 4-საათიანმა ნალექმა ხელი შეუწყო ხანძრის კერების ჩაქრობას რონდონიას შტატში, რომელიც ტყის ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც "როიტერსი" იტყობინება, ბრაზილიის მთავრობას ბოლო რამდენიმე დღეა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში პროგრესი აქვს.

შეგახსენებთ, 1 იანვრიდან დღემდე ბრაზილიაში 95 000-მდე ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც რეკორუდლად მაღალი მაჩენებლია. ეს იმას ნიშავს რო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75-პროცენტით გაიზარდა ხანძრების რაოდენობა.

სტიქიამ ამაზონის ტროპიკული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.