09:29
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ერთი ბრენდის ისტორია
"ამაზონი" - ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზია, სადაც ყოველდღიურად 4 მილიონამდე შეკვეთა სრულდება
13-09-2021

ერთ დღეს, არც ისე შორეულ მომავალში  - არავის შეუკვეთავს ეს შეფუთვა, მაგრამ ამაზონმა იცის რომ იულიას ეს სჭირდება. იულია ორსულად არის და ამაზონმა ეს იცის მანამდე სანამ მან გაიგო. ეს მომავალში შესაძლებელია?

გამარჯობა იულია დღეს მნიშვნელოვანი დღეა შენთვის. დღეს შენი ორუსლობის მე16 კვირა შესრულდა და დანიშნული გაქვს ვიზიტი გინეკოლოგთან  9:30  ამაზონის კლინიკაში

შენს მაცივარში რძე შევავსე ვიტამინებით გაჯერებული.

რა თქმა უნდა იულიას წინასწარ  უნდა გაიგოს ეს ბიჭი იქნება თუ გოგო.

მიდი იულია,თვითონ ხომ ხედავ რომ  ცისფერია

რა თქმა უნდა ყველაფერი ჯერჯერობით არ შეუძლიათ, თუმცა შესაძლოა  ... არც ისე შორეულ მომავალში.

ამაზონი - ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზია უკვე 27 წელია ემსახურება მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში. მასზე მოთხოვნა დღემდე უცვლელად დიდია. ინტერნეტ გაყიდვებთან პირველივე ასოციაცია ალბათ ამაზონზე მოდის, რომლის მასშტაბები შთამბეჭდავია. ყოველდღიურად 4 მილიონამდე შეკვეთა სრულდება 300 ათასზე მეტი დაქირავებულის მიერ. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნობათი იმავე დღესვე აღწევს დამკვეთთან. თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია, რომ ვიდრე თქვენ დააჭერთ ღილაკს „შეკვეთა“ამაზონში  თქვენი არჩვანი უკვე მანამდე იწყებს მოგზაურობას.

ამაზონის საიდუმლო იმაშია, რომ ის წინასწარ ხვდება კლიენტის ჩანაფიქრს და თქვენვის სასურველი პროდუქტი უკვე დევს საწყობში მანამდე სანამ თქვენ ამის შესახებ გაიფიქრეთ.  და არანაირი მაგია აქ არ არის. უბრალოდ მწარმოებელი თავის პროდუქციას უგზავნის ამაზონს, კომპანია კი მათ ანაწილებს  თავიანთ სასწყობე ქსელში. კონტროლის სისტემა ითვალისწინებს წინამორბედი შეკვეთების ისტორიას, ანუ თუ მაგალითად რომელიმე რეგიონში განსაკუთრებულად ხშირად უკვეთავენ სპორტულ ფეხსაცმელს, იმატებს იმის ალბათობაც რომ კონკრეტული მოდელის ახალი პარტია სწორედ ამ რეგიონში გაიგზავნება. შესაბამისად თქვენ მხოლოდ პროდუქციის კარგად შერჩევა გევალებათ.

რამ განაპირობა კომპანიის წარმატება? და როგორია მისი შექმნისა და განვიტარების ისტორია - ამის შესახებ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ.

57 წლის ჯეფ ბეზოსი - პლანეტის  ყველაზე მდიდარი ადამიანია ფორბსის 2021 წლის მონაცემებით. წამოწყებული ბიზნეს იდეა და მისი განვითარების გზა ბეზოსის წარსულიდან იღებს სათავეს და უკავშირდება ადამიანთა უახლეს გარემოცვას, რომელთაც არანაკლები მონაწილოება მიიღეს ჯეფის ამბიციური გეგმის განხორციელებაში.

ყველაფერი კი ალბუკერკეში - ნიუმექსიკის შტატში  1964 წლის 12 იანვარს დაიწყო, როდესაც ჟაკლინისა და თეოდორ იორგენსონის ოჯახში დაიბადა პირველი ვაჟი - ჯეფი. მშობლები მალე დაშორდნენ. მომავალ ბიზნესმენს ნამდვილი  მამაობა მისმა მამაინაცვალმა კუბელმა  მიკელე ბეზოსმა გაუწია და მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა  მის აღზრდაში ისევე როგორც  ბებიამ და ბაბუამ დედის მხრიდან, რომელთან ერთადაც ბავშობაში დიდ დროს ატარებდა.

ჯეფის აქტიურობა, გონებრივი სისხარტე და სხვადასხვა მიგნენები, თუ გამოგონებები გამუდმებით აოცებდა გარშემომყოფებს. მაგალითად მაიამიში ცხოვრებისას უკვე უფროსკლასელმა ჯეფმა თავის მეგობართან ერთად  დააფუძნა სასწავლო კურსი განსაკუთრებულად მოაზროვნე ბავშვებისთვის.

მე-11 კლასში მათემატიკის პროექტის ფარგლებში   შეადგინა მასწავლებელთა რეიტინგი რომლის მიზანი არა პედაგოგთა სიმპატიით შეფასება, არამედ მათი სწავლების ეფექტურობის გამოვლენა იყო. რა თქმა უნდა გამოსაშვებ საღამოზეც  სიტყვით გამოსვლა სწორედ მას დაეკისრა.

სკოლის წარჩინებით დასრულებას მოჰყვა სტენფილდის უნივერსიტეტში სწავლა ელექტრონული ინჟინერიის და  კომპიუტერული პროგრამირების ფაკუტეტზე. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და  სამუშაოდ მოეწყო  მარკეტინგულ კომპანიაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი „კაბელის“ გაყიდვებზე. შემდეგ გადავიდა WALL STREET-ზე  ხოლო მოგვიანებით საინვესტიციო ფონდ „დი შოუ ენდ კომპანიში“ დაიკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა სადაც გაიცნო  მომავალი მეუღლე - მაკენზი სკოტი, რომელიც ამავე კომპანიაში ანალიტიკოსად მუშაობდა.

ახალდაქორწინებულთა უამრავ გეგმებთან ერთად ჯეფის მიერ შეთავაზებული ბიზნეს პროექტი მალე ორივესთვის ცხოვრებაში დიდი ცვლილებებისკენ მიმავალი გზის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. ბეზოსის აზრით წინა საუკუნის 90-იან წლებში ინტერნეტის სწრაფი განვითარება მალე გაყიდვების სოციალური ქსელებით წარმოებასაც გამოიწვევდა. მაკენზი დათანხმდა და სწორედ მისი როგორც დამწყები მწერლის დახმარებით ჯეფმა  წიგნების ვაჭრობით დაწყო ბიზნესი. სტრატაპისთვის ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა თავი დაენებებინათ სოლიდური შემოსავლიანი სამსახურისთვის და 1994 წელს 5 დღეში მანქანით გაემგზავრნენ ნიუორკიდან სიეტლში. იქირავეს  პატარა სახლი. და ძალიან მალე მათსავე ფარეხში  ჯეფმა დააფუძნა საკუთარი ინტერნეტ კომპანია, რომლისთისაც 300 ათასი დოლარი ჩადო, ისიც მშობლებს გამოართვა. თუმცა არ გასულა თვეც რომ კვირის შემოსავალმა 10 ათასს მიაღწია. საგულისხმოა, რომ მაგიდები ოფისისთვის ბეზოსმა საკუთარი ხელით ააწყო, შეისყიდა კომპიუტერული ტექნიკა და დაიქირავა თანამშრომელთა მცირე რაოდენობა.

რაც შეეხება მაღაზიის სახელს მასზე დიდი ხანი მსჯელობდნენ და მოგვიანებით უკვე წარმატებული კომპანიის ლიდერი ბიზნესმენებს ურჩევს:

რამდენიმე წლის წინ მე დავიწყე ყველაზე არაჩვეულებრივი მოგზაურობა სახელწოდებით ამაზონ.კომ. იმ დროისათის სახელწოდება სხვა ჰქონდა კომპანიას კადაბრა- ინგ.ერქვა როგორც აბრაკადაბრა და როდესაც ჩემს ადვოკატთან განვიხილავდით ორგანიზაციის სახელს და მას გამოთქმისას სახელი შეეშალა, მივხვდი, რომ დასახელება არც ისე კარგი იყო, ამიტომ რამდენიმე თვეში ის შევცვალეთ.

პირველი შეკვეთები ბეზოსს პირადად მიჰქონდა მყიდველებთან საკუთარი მანქანით. ამასთან ის ყურადღებას აქცევდა, რომ წიგნები ადრესატამდე მისულიყო სასიამოვნო ქაღალდის შეფუთვაში. მაკკენზი სამწერლო პროფესიის მიუხედვად ამ სტარტაპის საბუღალტრო საქმესთან ერთად   ისევე როგორც სხვა თანამშრომლები პარაკლელურად  უამარავ სხვა სამუშაოსაც ასრულებდა.

მაღაზიამ დაიწყო 10-დან 30%მდე ფასდაკლებების შეთავაზება, რამაც შესყიდვები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. საიტის საშუალებით მოხმარებლები იგებდნენ როგორც სიახლეეებს, ასევე კითხულობდნენ მათ კომენტარებს ვინც უკვე წაიკითხა წიგნი. მან მოახერხა შეექმნა მომხმარებელთა სრულფასოვანი საზოგადოება, რომლებიც საკუთარ აზრს უზიარებდნენ სხვებს. დღეს შეიძლერბა ასეთ სისტემას ბევრი მიმართავს, მაგრამ 90-იანებისთვის ეს ინოვაცია იყო.

წიგნები იგზავნეობდა აშშ-ს ყველა შტატში და საზღვარგარეთაც. გაყიდვების მაჩვენებლი საოცარი ტემპით იზრდებოდა. ამიტომ ბეზოსმა გადაწყცვიტა გაეფართოებინა ასორტიმენტი. ის თავად ესაუბრებოდა მყიდველებს ელექტრონული ფოსტით, ეკითხებოდა თუ რა პროდუქტის შეძენას ისურვებდნენ წიგნებთან ერთად. ისინიც  წერდნენ რომ მაგალითად ამ დროისთის მათ ესააჭიროებათ მანქანის შუშის საწმენდი საშუალება ან კიდევ რაიმე საოჯახო ტექნიკა და სულაც არ აღელვებდათ რომ ბეზოსის მაღაზიაში წიგნები იყიდებოდა. ასე გაჩნდა ბესტსელერების გვერდზე უამრავი წვრილმანი.

მომხმარებლის მოსაზიდად ჯეფ ბეზოსმა სხვა ბიზნესების ჩართვა გადაწყვიტა, კერძოდ იმ ვებ გვერდებს, რომლებიც თავის საიტზე ამაზონის ლინკს განათვსებდნენ, ან თუკი კონკრეტული საიტიდან მყიდველი ამაზონზე გადმოდიოდა და შენაძენს ახორცილებდა - ჯეფი მათ პროცენსტს უხდიდა. შესაბამისად სხვა პლატფორმებიც ცდილობდნენ მეტი კლიენტის გადამისამართებას და ამაზონიც ელვისებულირი სისწრაფით ვითარდებოდა.  უკვე 1997 წლის ბოლოსთვის ამაზონის მომხმარებელთა რიცხვი მილიონს გასცდა. ერთ წელიწადში კომპანიის შემოსავლები 10 ჯერ გაიზარდა.  5 წელიწადში კი მოგება 6 მილიარდ დოლარამდე ავიდა.

ამას გარდა ბეზოსმა მოიზიდა მდიდარი და გავლენიანი ინვესტორები. ის მუდმუივად აფართოებდა კომპანიის მოღვაწეობის სფეროს, ხსნიდა ახალ განყოფილებებს, თუმცა ყოველთვის ყიდდა პროდუქტს ბევრად იაფად ვიდრე მისი საბაზრო ფასი იყო. თავდაპირველად  ფირმას ფაქტობრივად არ ჰქონდა მოგება და ყველას ეგონა რომ ის ეს ეს არის და დაიხურება, მაგრამ სინამდვილეში ბეზოსს ჰქონდა განვითარების ტრატეგია. ის გეგმავდა ბაზრისთვის განუყოფელ ნაწილად ექცია ამაზონი. როდესაც ყველა მომხმარებელი პროდუქტს შეიძენდა სწორედ ამ საიტზე. და მხოლოდ ამის შემდეგ მან დაიწყო პროდუქტის ღირებულების თნდათან მატება.

ჩვენ ვიცით რომ კლიენტს უყვარს დაბალი ფასები, დიდი არჩევანი და სწრაფი მიტანის სერვისი. ასე იქნება 10 და 20 წლის შემდეგაც, ამიტომ ჩენ შეგვიძლია ამას დავეყრდნოთ და აქეთ მივმართოთ ჩვენი ნერგია.

ჩემი რჩევაა  ყველა მწარმოებლისთვის  იყავით ერთნაირი.  დარწმუნდით, რომ ორინეტირებულები ხართ სწორედ იმაზე, რითიც ხართ გატაცებული. დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია წარუმატებელი იყო, თუმცა მე მიყვარს ის პერიოდი, როდესაც ჩვენთან მომუშვე პერსონალი ფაქტიურად გიჟებად ითვლებოდნენ.  შემდეგ ყველაფერი შემოტრიალდა - ამაზონში მუშაობა საამაყო გახდა.

თქვენ ვერ გაყვებით მოდას როდესაც ქმნით კომპანიას ან ნებსმიერ სხვა საქმეს ან ბიზნესს. მაგრამ თქვენ როგორც მწარმოებული უნდა ორიენტირდეთ და აარჩიოთ ის რასაც მიიჩნევთ საინტერესოდ, რომელიც გადაიკვეთება მომხმარებლის მოთხოვნებთან. უბრალოდ დარჩით ერთ ადგილზე და დაე ტალღამ თვითონ აგიტაცოთ.

ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც გადაუთვალიერებია ამაზონის ინტერნეტ მაღაზია და თუ შეგიძენიათ კიდეცრამე ან მისი ხშირი მომხმარებელი ხართ - ხარისხის პასუხისმგებლობის და მიწოდების შედეგი დღემდე სამაგალითად საუკეთესო აქვთ. ნებისმიერ უკმაყოფილო კლლიენტს შეუძლია ელექტრონული წერილი მიწეროს როგორც ამბობენ პირადად ბეზოსს, რომელიც დაუყონებლივ გადამისამართდება კომპანიის მუშაკებთან. თანმშრომელთა თქმით ბეზოსის ძახილისნიშნიანი წერილი ასაფეთქებელთან ასოცირდება, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში მენეჯერმა უნდა მოამზადოს პასუხი ხელმძღვანლისთვის, რომელიც შემდეგ გადაეგზავნება დამკვეთს. თავად ჯეფს მიაჩნია რომ ასეთი ქმედება აუცილებელია, რომ თანამშრომლებს ყოველთვის ესმოდეთ დამკვეთის ხმა.

მისი კომპანიის პოლიტიკის თანახმად ყოველმა თანამშრომელმა 2 წელიწადში ერთხელ2 დღე უნდა გაატაროს   ამაზონის ოფისების დახლებთან და ეს წესი ეხება აბსოლუტურად ყველას, მათ შორის თავად ბეზოსსაც. ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ ერთ  დღეს თქვენც მოგემსახურებათ თავად ამაზონის ხელმძღვანელი.

„მირჩევნია ჩემი ენერგია, ყურადღება და ფული საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შესაქმნელად მივმართო და ნაკლები ენერგია დავხარჯო მის რეკლამაზე. რადგან ვიცი, რომ თუ შევქმნი ხარისხიან პროდუქტს ჩემივე კიენტები გაავრცელებენ ხმას, მთავარია ცოტა მოთმინება მოიკირიბოთ.

უმნიშვნელოვანესი, რისი გაკეთებაც გვინდოდა, ეს იყო კლიენტზე ორიენტირებულობა ისეთ დონეზე რომ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, თუ სახელმწიფო დაწესებულება ან სტრუქტურა - მათთვის ამაზონი მისაბაძი გამხდარიყო.  თუ ჩვენ დავხვეწავთ ამ იდეას რასაც კლიენტზე ორიენტირებულობა ჰქვია ეს იქნება საოცარი მიღწევა, რომელიც მეტად ღირებული იქნება ვიდრე ჩვენივე აზრი.“

პროდუქცია შემოტანისთანავე კონვეიერზე ხვდება  საიდანაც საწყობის სხვადასხვა ნაწილში იგზავნება. ადილზე ყველა საგანი თავსდება სპეციალურ უჯრედში სადაც უჯრედის შტრიხკოდი სკანირდება და  პროდუქტი ამაზონის მონაცემთა ბაზაშია. მართალია ადამიანისთის აქ სრული ქაოსი და მოუწესრიგებლობაა, თუმცა ამ მოჩვენებით გაურკვევლობაში  ამაზონის კიდევ ერთი საიდუმლო იმალება - ტოტალური ავტომატიზება. არცერთმა თანამშრომელმა კომპანიაში ტყულად რომ არ დაკარგოს დრო ამისათვის კონტროლის სისტემაა რომელიც ალგორითმებს ექვემდებარება. კომპიტერულ სისტემაში მოწესრუგებულად არის შერჩეული  თუ რითი უნდა დაკავდეს თითოეული ადამიანი. ამიტომ ძირითადად საწყობში ადამიანთა ნაბიჯების და კონვეიერის გოგონი ისმის. თითოეული კონცენტრირებულია თავის საქმეზე.

პროდუქციის მოძიება აგებულია შტრიხკოდებზე. როდესაც ახალი შეკვეთა  მოდის და პროდუქციის წაღების მომენტი დგება უახლოეს თანამშრომელს ეგზავნება რიგისა და თაროს ნომერი. როდესაც ის ადგილზე მიდის, უბრალოდ კიდევ ერთხელ ამოწმებს შტრიხკოდს.

ზოგჯერ პროდუქტის აღების დრო 5-10 წამს შეადგენს. დამერწმუნებით ცოტა რთული საქმეა და ალბათ სწორედ ამიტომ კადრების ცვლა ამზონში ესაკმაოდ ხშირი მოვლენაა. ერთ წამში ამაზონმა შესაძლოა გადაამუშაოს 400 შეკვეთა. გზავნილებით შევსებული სატვირთო საწყობიდან ყოველ მეორე წუთს გადის. მსოფლიოში ასეთი ეფექტური სისტემა არავის აქვს. როგორც კი თქვენ შეარჩევთ პროდუქტს, ჩათვალეთ რომ ის პრაქტიკულად უკვე თქვენსკენ მოემართება.

ამაზონის საწყობები მაქსიმალურად რობოტიზირდება. ერთის მხრივ ეს აუმჯობესებს და აჩქარებს მომსახურეობის ხარისხსა და სისწრაფეს, თუმცა შესაძლოა მალე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩეს. ერთედაერთი სადაც ამაზონი ტოტალურ ავტომატიზებამდე ვერ მივიდა თვით მიტანაა. ქალაქებში მიმტანი დრონების მუშაობა ჯერ დაუშვებელია, ხოლო უპილოტო მანქანიებისთვის სიჩქარის შეზღუდვა მოქმედებს. დიახ,  ამაზონი მუშაობს საკუთარ უპილოტო სატვირთოებზე.

„ჩვენ ვქირაობთ ხალხს, რომელიც მართლა დაინტერესებულნი არიან ახალი კლიენტებით, მათ მოსწონთ იყვნენ პირველები, მოსწონთ ცვლილებათა სისწრაფე, იღვიძებენ კლიენტთა მოტივირების იდეებით.  ძალიან იშვიათად გვიერთდებიან კონკურეტები ან კონკურენციით მოტივირებულები, თუმცა ასეთებისთის ამაზონი შესაძლოა მოსაწყენი გახდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდები არიან, უბრალოდ განსხვავებული ადამიანები მოტოვაციას პოულობენ სხვადასხვა რამეში და კორპორატიული კულტურა საშუალბას აძლევს ადამიანებს რეალიზება მოახდინონ ისე როგორც თვითონ იგებენ ამ კულტურას, მხოლოდ ასე კმაყოფილდებიან.“

საინტერესოა, რომ მისი პირველი მანქანა, რომლითაც თავად დაატარებდა წიგნებს დამკვეთებისთვის 1987 წლის შევროლეტი მხოლოდ 1997 წელს ჩაანაცვლა როდესაც კომპანიის აქციები გაჩნდა ბირჟაზე. ცნობისთის მაშნდელი ერთი აქციის საფასური დოლარი და 96 ცენტი იყო, ახლა მისი ფასი 3287 დოლარია.

მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გამართვაზე არ შეცერებულა და ამაზონის დაარსებიდან 5 წელიწადში ბეზოსმა 1 მილიონი დოლარი ჩადო კომპანია გუგლში. მართალია იმ დროისთვის ეს საოცარი რისკი იყო, მაგრამ მისმაბიზნეს ალღომ აქაც არ უმტყუნა. როდესაც მის ანგარიშებზე დიდი თანხები დაგროვდა ჯეფმა აშშ-ს 7 ქალაქში სახლები და ნაკვეთები შეიძინა რომელტაც იჯარით გასცემს და აქედანაც შემოსავალს ნახულობს.

„არ აქვს მნიშვნელობა რის გაკეთებას აპირებთ, ნებისმიერ შემთხვევაში თვენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება რისკი. რისკი პროგრესის აუცილებელი და სავალდებულო კომპონენტია.

ჩვენი მიდგომაა საუკეთესო პროდუქტი დაბალ ფასად. ჩენ ვყიდით და არ ვცდილობთ ფულის შოვნას როდესაც ამ აპარატურას ვხედავთ, ჩვენ მოგების შოვნა გვინდა როდესაც ადამიანების მიერ  მოწყობილობების გამოყენებით და არა მისი ყიდვის დროს. ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა. უმრავლესი კომპანია ამ მოწყობილლობების გაყიდვისას არც თუ ცოტა მოგებას ნახულობენ.“

2000 წელს ბიზნესმენმა მისი ბავშვობის ოცნება აიხდინა და დააორგანიზა პირველი კერძო აეროკოსმოსური კომპანია ბლუ ორიჯინი. მისი მიზანი კოსმოსური ტურიზმია, რომლისთისაც უკვე 2015 წელს ჩატარდა პირველი სატესტო ფრენები.

2013 წელს ჯეფი გახდა საგამომცემლო სახლის ვოშნგტონ პოსტის მფლობელი, რომლისთვისაც 250 მილიონი დოლარი გადაიხადა. აგრეთვე შექმნა ფილმებისა და სერიალების გადასაღები კომპანია. რადგან ბავშვობიდან იტაცებდა ფილმები კოსმოსურ ცხოვრებაზე და ერთ-ერთ ფილმში უცხოპლანეტელის როლიც განასახიერა.

2017 წლის შემოდგომაზე ბიზნესმენი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად გამოაცხადეს. დროისათვის მისი ქონება 100 მილიარდ დოლარს წარმოადგენდა. ახლა ეს ციფრი 214 მილიარდ დოლარს სცდება.

2019 წელს ჯეფ ბეზოსმა განქორწინების შესახებ განაცხადა. მიზეზი ჯეფის რომანი იყო ტელეწამყვან ლორენს სანჩესთან. წყვილის განქორწინება ასევე ყველაზე ძვირადღიერბული გამოდგა მსოფლიოში რადგან  ბეზოსის მეუღლეს ამაზონის აქციების მეოთხედი შეხვდა. თანხა 35 მილიარდ დოლარს სცდება. მაკკენზი მომენტალურად  პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალების სიაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

კომპანიის ლოგო თავდაპირველად მდინარე ამაოზნის მსგავსად მთის წვერიდან მოდინარე წყალს განასახიერებდა. შემდგემ ის შეცვალს და დღეს სახელწოდების ქვეშ მითითებული ისარი ა და ზ ასოზე იმის მანიშნებლია, რომ  ინტერნეტ მაღაზიაში შეგძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი პროდუქტი ანბანის პირველიდან ბოლო ასომდე. ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ პლატფორმა მსოფლიოში ერთი ადამიანის იდეით დაიწო და მხოლოდ მონდომებით, შრომისმოყვარეობით და ზოგჯერ წარმოუდგენელი სიმაღლეების გადალახვით გახდა ნომერი პირვლი.

„როდესაც კომპანიის დაარსების იდეა ჩემს მეუღლეს გავუზიარე ერთერთი მთავარი მიზანი სინანულის მინიმალიზება იყო. წარმოიდგინეთ თქვენი თავი 80 წლის ასაკში და შემდეგ დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე. და როცა წარმოიდგენ საკუთარ თავს ამ ასაკში აუცილებლად  მოგინდებათ სინანულის რაოდენობის მინიმუმადე შემცირება, რასაც იმ პერიოდში განიცდიდით. მგონია ბევრი იქცევა ასე, შეიძლება ქვეცნობიაერად, მაგრამ ცოტა თუ არქმევს ამას სინანულის მინიმალიზაციას. ჩემთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ სინანულის გარეშე განხორცილებული იდეა  იქცა ძალიან ზუსტ საშუალებად. ეს დამეხმარა, რადგან მე დავფიქრდი დამწყდებოდა თუ არა გული თუ შევეჭიდებოდი საქმეს რომელიც ინტერნეტს უკავშირდებოდა და ეს არ გამომივიდოდა. მაგრამ თუ არ ვცდიდი ამას - ნამდვილად ვინანებდი მთელი ცხოვრების განმავლობაში.“

ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე: რომ არა ამაზონი რა მიმართულებით წავიდოდა - ჯეფ ბეზოსის პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო : არასოდეს ჰქონია საქმის ნულიდან დაწყების შიში.

იყო თუ არა მხოლოდ მისი ხასიათი საკმარისი ასეთი იმპერიის შესაქმნელად თუ ამისათვის ყველა კომპონენტი უნდა დაემთხვას - მსჯელობა თქვენთვის მოგვინდია. ჩვენ კი მივუბრუნდებით ინტერნეტ პორტალს რომ სიახლეები არ გამოგვეპაროს. 

 

 

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები