კომპანია „ამაზონი“ 2021 წლისთვის გეგმავს 3000 ავტომატიზირებული სუპერმარკეტის გახსნას, სადაც სალარო, მოლარეები და რიგები არ ექნება. როგორც ცნობილია კომპანიამ პირველი მაღაზია მოლარის გარეშე Amazon Go აშშ-ში, კერძოდ, სიეტლში 2016 წლის ბოლოს გახსნა. მოგვიანებით სიეტლში კიდევ ერთი მსგავსი მაღაზია გაჩნდა, გასულ თვეს კი ამაზონის მაღაზია სალაროსა და მოლარეს გარეშე ჩიკაგოშიც გაიხსნა.
ამერიკული მედიის ცნობით, ამაზონი მსგავსი ავტომატიზირებული მაღაზიების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, გამოცხადდა უკვე ვაკანსიები ჩიკაგოსა და სანფრანცისკოში თანამშრომლებზე, რომლებიც იმ მაღაზიებში იმუშავებენ, რომელთაც გახსნაც 2018-2019 წლებში იგეგმება.
რა უნდა იცოდეს მყიდველმა მსგავს მაღაზიაში ვიზიტისას? პროცედურა მარტივია, მას დასჭირდება მხოლოდ სპეციალური მობილური აპლიკაციის გადმოწერა. სუპერმარკეტ Amazon Go-ში მომხმარებლები სასურველ პროდუქტებს კალათაში ჩადებენ და მაღაზიას დატოვებენ, პროდუქტების საფასური კი მათი "ამაზონის" ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება. გარდა ამისა, თითოეულ დახლზე არის სასწორი, რომელიც წაღებულ საქონელს აღრიცხავს.მაღაზიაში შესასვლელად საჭიროა სპეციალური მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა. შესვლისას და გამოსვლისას მომხმარებლები ტელეფონს სპეციალურ ტურნიკეტზე გაატარებენ.