05:34
1 აგვისტო, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Amazon-ს 425-მილიონიანი ჯარიმა ემუქრება
13-06-2021

ამერიკულ ინტერნეტ-რითეილერს Amazon.com-ს 425 მილიონი დოლარის ჯარიმა ემუქრება. მიზეზი მონაცემთა დაცვის ევროპული წესდების დარღვევაა - წერს გაზეთი The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის კომისიამ CNPD-მ მიიღო, რომელიც Amazon-ისთვის ევროპაში ძირითადი მარეგულირებელი ორგანოა.

მარეგულირებელი Amazon-ს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტის (General Data Protection Regulation, GDPR) დარღვევაში ადანაშაულებს, კონკრეტულად კი მომხმარებელთა პირადი მონაცემების ცალკეული ნაწილის შეგროვებასა და გამოყენებაში.

იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მას მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ. 425-მილიონიანი ჯარიმა მონაცემთა დაცვის კუთხით ევროპის მასშტაბით უმსხვილესი ჯარიმა იქნება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები