„ამაზონმა“ მსოფლიოში ყველაზე დიდი საოფისე შენობა გახსნა რომელიც ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მდებარეობს. ონალაინ მაღაზიის ახალი კამპუსისთვის 3,8-ზე მეტი ჰექტარია გამოყოფილი, საოფისე ფართი კი თითქმის 168 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.
შენობაში 15 ათასზე მეტი თანამშრომლის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე კომპანიას 155 ათასი კონტრაქტზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს, რის გამოც ინდოეთი ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა ონლაინ მაღაზიის ყველაზე დიდ ბაზას წარმოადგენს.
ჰაიდარაბადში მდებარე კამპუსი პირველი ოფისია შტატების მიღმა, რომელსაც კომპანია სრულად ფლობს. ასევე კომპანია კამპუსის გაფართოვებას 27 ჰექტარზე გეგმავს.