ამერიკული კომპანია Amazon-ი საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ისევ Microsoft-ზე წინ აღმოჩნდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
7 იანვრის ვაჭრობის შედეგად, Amazon-ის აქციებზე ფასი 3,4%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 797 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა Microsoft-ის აქციებზე ფასი მხოლოდ 0,1%-ით გაიზარდა და მისი კაპიტალიზაცია 789 მილიარდი დოლარია.კაპიტალიზაციის თვალსაზრისით მესამე ადგილზე ჰოლდინგი Alphabet-ია, სადაც შედის Google და მისი კაპიტალიზაცია 745 მილიარდ დოლარს შეადგენს, მეოთხე ადგილს კი 702 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციით Apple იკავებს.