2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ონლაინ-რითეილის Amazon-ის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა 3 მილიარდ 561 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 17%-ით 59 მილიარდ 700 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. Amazon-ი ვარაუდობს, რომ მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 13-20%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ საოპერაციო მოგება 2 მილიარდ 600 მილიონიდან 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარის დიაპაზონში იქნება.
ცნობისთვის, Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ონლაინ-რითეილერია. კომპანია მუშაობს ამერიკაში, კანადაში, ჩინეთში, იაპონიაში, ბრაზილიასა და ევროპის ქვეყნებში. კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 936 მილიარდ დოლარს შეადგენს.