კომპანია Amazon-ის გერმანიის შვიდი განყოფილების თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პროფკავშირები Verdi ავრცელებს. გაფიცულების ლოზუნგია „შეწყდეს ხელფასების შემცირება სეილების ხარჯზე“. ამით ისინი კომპანიის მხრიდან Amazon’s Prime Day-ზე ამოქმედებულ სპეციალურ ფასდაკლებებს აპროტესტებენ, რომელიც Prime’ მომხმარებლებზე მოქმედებს. როგორც ჩანს, ამ დღეებში თანამშრომლებს ხელფასები ექვითებათ, რაც დასაქმებულებში უკმაყოფილების მიზეზი გახდა. Verdi-ს განცხადებით, გაფიცვა შეეხება Amazon-ის განყოფილებებს ქალაქებში - ვერნე, რეინბურგი, ლაიფციგი, კობლენცი და ბად ჰარტსვილდის ორ ფილიალს.
ცნობისთვის, გერმანია Amazon-ისთვის შტატების შემდეგ მეორე უსმხვილესი ბაზარია. კომპანიას გერმანიაში 12 განყოფილება აქვს და კიდევ ერთის დამატებას გეგმავს.