Amazon-ის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიაში კორონავირუსისგან თავდაცვის ნორმები სათანადოდ არაა დაცული. თავის მხრივ Amazon-ი ამტკიცებს, რომ კომპანიაში ყველა ნორმა დაცულია მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების სერვისზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ 100 000 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავდა. ჯეფ ბეზოსმა თვის დასაწყისში ასევე საწყობის პერსონალის ანაზღაურების გაზრდაც დააანონსა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.