2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამერიკული ონლაინ-მაღაზია Amazon.com–ის შემოსავლები 26% -ით გაიზარდა და 75 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შეადგინა.
კომპანიის მოგება კი ამავე პერიოდში 29%-ით, 2 მილიარდ 535 მილიონ დოლარამდე შემცირდა. მოგების შემცირების მიზეზი გახდა როგორც თანამშრომელთა უსაფრთხოების ნორმებზე დანახარჯის, ასევე სახელფასო ფონდის ზრდა.
კომპანიის მონაცემებით, ამერიკაში ელექტრონული პლატფორმების საშუალებით გაყიდვები პირველ კვარტალში 46 მილიარდ 130 მილიონ დოლარამდე, უცხოეთში - 19 მილიარდ 110 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის გამო, Amazon-მა პირველ კვარტალში დამატებით 175 ათასი თანაშრომელი აიყვანა.