NASDAQ-ის (ნაზდაკი) საფონდო ბირჟაზე 4 სექტემბერს გამართული ვაჭრობის შემდეგად, ამერიკული კომპანია Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. შედეგად, Amazon მეორე კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამ ამ ნიშნულს მიაღწია. შეგახსენებთ, წელს ეს ნიშნული Apple-მა 3 აგვისტოს გადალახა. ახლა კი კომპანიის ღირებულება NASDAQ-ზე ტრილიონ 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ტრილიონიან ნიშნულთან ახლოსაა კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, კომპანია Alphabet-ი (ალფაბეტი), რომელიც Google-ის მფლობელი კომპანია გახლავთ. ამ ნიშნულს ასევე უმიზნებს Microsoft-ი (მაიკროსოფტი).