10:11
20 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა 6,7 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა
14-05-2021

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა 3 აპრილიდან 10 მაისის პერიოდში ფასიანი ქაღალდების კუთვნილი პაკეტიდან 6 მილიარდ 700 მილიონი დოლარის აქციები გაყიდა. მთლიანობაში 3-დან 10 მაისის ჩათვლით ბეზოსმა კომპანიის 2 მილიონზე მეტი აქცია გაყიდა.

ცნობისთვის, 2020 წელს Amazon-ის დამფუძნებელმა 9 მილიარდი დოლარის აქცია გაყიდა, საიდანაც ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს თავის აეროკოსმოსურ პროექტ Blue Origin-ზე ხარჯავს.

ამ დროისთვის ჯეფ ბეზოსი 191 მილიარდი დოლარის კაპიტალით მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. მის კუთვნილებაშია Amazon-ის 51მილიონ 700 ათასი ცალი აქცია. მიმდინარე წელს Amazon-ის კაპიტალიზაცია 1%-ით, ტრილიონ 610 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ბოლო 12 თვეში 37%-ით გაიზარდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები