კომპანიამ Amazon-მა მეორე კვარტლის ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27%-ით 113 მილიარდ 80 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი.
აღნიშნულს, კომპანიაში ღრუბლოვანი სერვისებიდან შემოსავლების ზრდის მაჩვენებლით, ასევე, რეკლამისა და ხელმომწერების ზრდით ხსნიან.
ამასთან, მეორე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგებამ კი, 7 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 48,4%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.