ონლაინ-რითეილერი Amazon-ი პროდუქტების მაღაზიის ახალი ქსელის გახსნას აპირებს. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, პირველი მათგანი მუშაობას წელსვე დაიწყებს. გამოცემის წყაროს ცნობით, Amazon-ს გათვლილი აქვს, რომ ათობით სავაჭრო ცენტრი გახსნას ამერიკის მსხვილ ქალაქებში, მათ შორის, სან-ფრანცისკოში, სიეტლში, ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში. პირველი მაღაზიის გახსნა კი ლოს-ანჯელესში იგეგმება. საერთო ჯამში, კომპანია 2 ათასამდე სავაჭრო ქსელის გახსნას აპირებს.
როგორც გამოცემა წერს, ახალ მაღაზიებში უპირატესად ორგანულად სუფთა წარმოების პროდუქტებს გაყიდიან, რომლებიც ხელოვნური კონსერვანტებისგან და საღებავებისგან არის დაცლილი.