ამერიკულმა კორპორაციამ Amazon-მა, გადაწყვიტა სამუშაოდ აიყვანოს დამატებით 100 ათასი ადამიანი შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ამის შესახებ საუბარია, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ Amazon-მა 2010 წლიდან მოყოლებული შექმნა 600 ათასი სამუშაო ადგილი და ქვეყნის 40 შტატში 350 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.