13:02
17 იანვარი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Amazon და Walmart მომხარებლებს პროდუქციის დაბრუნების სანაცვლოდ თანხას დაუბრუნებე
14-01-2021

ამერიკული საცალო სავაჭრო კომპანიები მოხმარებლებს პროდუქციის დაბრუნების ნაცვლად თანხით ანაზღაურებას და პროდუქციის დატოვებას სთავაზობენ. Amazon, Walmart და სხვა კომპანიები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რათა განსაზღვრონ ღირს თუ არა ეკონომიკური გადასახედიდან პროდუქციის უკან მიღება.

როგორც წესი, კომპანიებს თანხის უკან დაბრუნება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე პროდუქციის უკან გადმოგზავნის პროცედურა. ცნობილია, რომ კომპანიებს ერთი შენაძენის უკან დაბრუნების პროცესი ტრანსპორტირების გარეშე 10-20 დოლარი უჯდებათ, იაფიანი შენაძენის შემთხვევაში კი ეს მეტად წამგებიანია მათთვის.

ცნობისთვის, 2020 წელს ონლაინ შეკვეთების შედეგად პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევებმა 2019 წელთან შედარებით 70%-ით მოიმატა. უკან დაბრუნებული პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ კი 70 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 73%-ით მეტია წინა 5 წლის მაჩვენებელზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები