კორპორაციების Amazon-ის, Apple-სა და Google-ს ხელმძღვანელები არ თვლიან, რომ ჩინეთის ხელისუფლება, მათგან რაიმე ტექნოლოგიას იპარავდა. ამის შესახებ ამ კომპანიების ხელმძღვანელებმა კონგრესში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადეს.
წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენებზე გამოსულ კომპანიების ხელმძღვანელებს სათითაოდ ჰკითხეს, ფიქრობენ თუ არა, რომ ჩინეთის ხელისუფლება იპარავს ტექნოლოგიებს ამერიკული ბიზნესისგან.
შედეგად, მხოლოდ Facebook-ის თავკაცმა მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ მისი აზრით, დეტალურად არის დოკუმენტირებული, რომ ჩინეთის ხელისუფლება იპარავს ტექნოლგიებს ამერიკული კომპანიებისგანმ,“ თუმცა, არ დაუკონკრეტებია, მოპარეს თუ არა ტექნოლოგია თავად მის კომპანიას.