4 აგვისტოს გამთენიისას, ანაკლიაში ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ვინაობა - 22 წლის ნათია თ. მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა.22 წლის ნათია თ. ფესტივალზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა "თი ბი სი ბანკის" თანამშრომელი იყო.
გარდაცვლილის შესახებ ფეისბუქზე წერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე.:"ეს ლამაზი გოგო, ანგელოზი ბავშვი უთბილესი... ჯერ ველოდები ზუსტი მიზეზები მაინტერესებს. განცხადებების და ამაზე პასუხისმგებლობების დროც მოვა ასეთი სხვა ანგელოზების დასაცავად" - წერს ნინა კობახიძე.აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.შეგახსენებთ, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 4 აგვისტოს GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ. საავადმყოფოში მოთავსებულთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
GEM FEST-ის მონაწილე 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, საავადმყოფოში გადაყვანილია რამდენიმე ახალგაზრდა