18:35
9 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ამაშუკელის ქუჩაზე გაზ-გასამართი სადგურის აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია
02-06-2020

ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გუშინ დღის ბოლოს ძლიერი აფეთქება მოხდა, გაზ-გაზამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმოფანტულია მინის ნამსხვრევები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, აფეთქება გუშინ ღამის საათებში მოხდა, რა დროსაც გაზ-გასამართი სადგური აფეთქდა. თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ძლიერმა აფეთქებამ ირგვლივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მინები ჩაამსხვრია. შემთხვევის ადგილას 6 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზაცია მალევე მოხერხდა.

ამ დროისთვის ინციდენტის ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია.

AutoPlay
ირანში კორონავირუსით 221 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სამწუხაროს და "მიუღებელს" უწოდებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს "ფეიკ ნიუსების" შეთხზვაში ადანაშაულებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები სეულის მერს ეძებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პროკურატურა - გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საპატრიარქო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები