ამას პირდაპირ და თამამად ვამბობ... ეს იყო სირცხვილი - ირაკლი კობახიძე - Palitra News

ამას პირდაპირ და თამამად ვამბობ... ეს იყო სირცხვილი - ირაკლი კობახიძე

2022-05-27 15:24:24+04:00

მე მგონი, სირცხვილი სწორედ პრეზიდენტის განცხადება იყო - 26 მაისს, საზეიმო დღეს როცა არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი სასამართლოს სამართლიანობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სირცხვილია, როცა დღეს ეს მემკვიდრეობა არ გრძელდება.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი უარგუმენტოდ შეუერთდა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რაც არის პრობლემა.